"2 კვირაა საქართველოში ვარ და გულწრფელად გეტყვით, რომ სულიერად ვარ ცუდად... გული მტკივა" - რას წერს ქართველი ემიგრანტი?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ემიგრაციიდან დაბრუნებული მაია ბაჩანაშვილი საქართველოს შესახებ ფეისბუქზე წერს, რომ ქვეყანაში საშინელი აურაა.
"დარწმუნებული ვარ ემიგრანტების უმრავლესობას აინტერესებს რეალურად რა მდგომარეობაა საქართველოში.
ვსაუბრობ იმ ემიგრანტებზე ვინც წლებია უსაბუთობის გამო ვერ ჩამოდის საქართველოში და საკუთარი თვალით ვერ ხედავს იმ უბედურებას რაც მათ ქვეყანაში ტრიალებს.
ალბათ მიხვდებით რომ კარგს ვერაფერს დავწერ.
ორი კვირაა საქართველოში ვარ და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, გულწრფელად გეტყვით რომ სულიერად ვარ ცუდათ.
საშინელი აურაა ამ ქვეყანაში.
თითქოს მზე ანათებს, მაგრამ ძალიან ბნელა.
უკუნითი სიბნელეა....
ბნელა, გინდა სადღაც სინათლის პატარა წერტილი დაინახო თუმცა ამაოდ, ვერსად ხედავ.
გინდა იმედიანად იყო მაგრამ ხვდები რომ იმედის პატარა ნაპერწკალიც კი გამქრალია.
გინდა გჯეროდეს რომ ეს ჯოჯოხეთი მალე დასრულდება მაგრამ, ილუზიებიდან რეალობაში რომ ხვდები, რწმუნდები რომ არა, ეს ჯოჯოხეთი მალე კი არა, დასრულდება კი?
ამ ყველაფრის ფონზე როგორ გინდა რომ არ შეეხო პოლიტიკოსებს.
ჩემი ქვეყნის ასეთი მდგომარეობა ხომ მათი ბრალია.
პოზიციის და რა თქმა უნდა ოპოზიციის.
მმართველმა პარტიამ გაყიდა ქვეყანა და ქართველი ერი.
ოპოზიციამ კი ამაში ხელი შეუწყო მათ!
დიახ ხელი შეუწყო თავისი გამყიდველი სულით, უმოქმედობით და უღირსობით.
როგორ გინდათ არ შევეხო მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნას?
ზოგიერთ ტვინგაღუნულს გაეცინება მაგრამ თქვენთვის მწარე რეალობაა ეს რასაც დავწერ.....
მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და კარგად ყოფნაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და წინსვლა.
აღიარებთ ამას თუ არა, ეს ასეა!
ეს მინდა გაითავისონ პირველ რიგში ოპოზიციის ლიდერებმა.
შემდეგ მინდა გაითავისოთ თქვენ, ვინც ამ სტატუსს ნახავს.
გაიხსენეთ 2004 საქართველო წლამდე საქართველო.
გაიხსენეთ 2012 წლამდე საქართველო და შემდეგ, შეხედეთ დღევანდელ საქართველოს.
შეხედეთ თქვენს სულიერ თუ მატერიალურ მდგომარეობას და მიხვდებით, მიშას გარდა თქვენი და ჩვენი ქვეყნის გადამრჩენელი დღესდღეობით არავინ გვყავს.
ამას არ ვწერ იმიტომ. რომ მე მიშას მხარამჭერი ვარ.
ვწერ იმიტომ რომ ეს არის ზოგიერთისთვის მწარე სიმართლე, თუმცა სიმართლე!
გული მტკივა ასეთ გაბეჩავებულ ქართველებს რომ ვუყურებ.
გული მტკივა ასეთ გაყიდულ და დანგრეულ, მიწასთან გასწორებულ საქართველოს რომ ვხედავ!
ქართველი ვარ და ჩემი სამშობლო მინდა იყოს გაბრწყინებული, ლაღი, ბედნიერი და ლამაზი თავის მოსახლეობასთან ერთად.
მოვესწრები კი როდესმე ასეთ საქართველოს????", - წერს მაია ბაჩანაშვილი.