თეგებით ძიება

სანამ ჩემი ქვეყანა არ გაიღიმებს, არ მივცემ საშუალებას ჩემს თავს მხიარული ვიყო - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, თავს უფლებას არ აძლევს კურორტებზე წამოკოტრიალდეს, ან რესტორნებში იქეიფოს. ამას ის ქვეყანაში არსებული მდგომარეობით ხსნის.

„წეღან ვსაუბრობდი კანკუნზე და აკაპულკოზე, მორალური უფლება მაქვს ვთქვა, ელიტა წამოკოტრიალებულა, მათ შორის ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც... 30 წელია პოლიტიკაში ვარ და თუ ვინმეს ვუნახივარ სადმე, რომელიმე კურორტზე ოდესმე წამოკოტრიალებული, ან აქ ან საზღვარგარეთ.

თუ ვინმეს ვუნახივარ რესტორანში გამტყვრალი მთვრალი ყანწით ხელში კარგ ხასიათზე, არა სანამ ჩემი ქვეყანა არ გაიღიმებს, არ მივცემ საშუალებას ჩემს თავს, ჩემს პერსონას, ჩემს ვნებებს და ამბიციებს, რომ ვიყო ქვეყანაზე მხიარული. ეს პრინციპი თუ არ იქნა პოლიტიკაში, სულ ასე ჩამოგვემხობა თავზე ყველაფერი.

დღეს ივანიშვილია, ხვალ პეტრეშვილი იქნება. ოპოზიციის პრობლემა არაპრინციპულობაა, არათანმიმდევრულობაა. ხელი, რომ მოაწერეს და შემდეგ შევარდნენ პარლამენტში, აი ამან გამოიწვია რეჟიმის გახანგრძლივება და ამდენი ვაება, მათ შორის ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაუქრობლობაც. კიდევ სხვა ხანძრები გვაქვს ჩასაქრობი, აღარ მინდა დავწვრილმანდე“, - განაცხადა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა