თეგებით ძიება

საელჩოზე თავდასხმა და დაბრალება სახელმწიფო გადატრიალებაში, ეს უმძიმესი ბრალდებაა - ბაჩო დოლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგ წერის გამოეხმაურა, სადაც ისინი ამერიკის საელჩოზეც საუბრობენ და აღნიშნა, რომ ეს არის ბინძური კამპანია.

"საელჩოზე თავდასხმა და დაბრალება სახელმწიფო გადატრიალებაში - ეს უმძიმესი ბრალდებაა. ეს ისმის საკანონმდებლო ორგანოდან "ქართული ოცნების" მხრიდან. ჩვენ 10 წლის განმავლობაში არაერთხელ მოგვისმენია ანალოგიური ბრალდებები ჩვენი პარტიის მისამართით, თუმცა არც ერთი ფაქტი არ დასტურდება და მოცემულობა სულ სხვა არის. ეს არის ბინძური კამპანია", - აცხადებს დოლიძე.

შეგახსენებთ, „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები აღნიშნავენ, რომ „ე.წ. გავრილოვის ღამეს ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა“.

მათივე შეფასებით, ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, თუ სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის „რადიკალური დღის წესრიგის უკან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა