თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტის საკითხს არ განიხილავს - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტის საკითხს არ განიხილავს. მისი თქმით, ფრაქციასა და პარტიაში ბოიკოტის შესახებ არანაირი გეგმა არ არის.

„ჩვენ ყველა საჯარო სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებს დავესწრებით. ასევე ვაპირებთ დავესწროთ 6 სექტემბერს პირველ პლენარულ სხდომას.

ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივებზე. ეს ეხება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და ასევე, ოპოზიციას სამოქალაქო სექტორთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით წარმოდგენილი აქვს მნიშვნელოვანი ინიციატივები. ამ ყველაფრის გარშემო ვაგრძელებთ მუშაობას.

ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი - არჩევნები, სახალხო დამცველის წარდგენის წესის დამტკიცება, ანტიკორუფციული მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერება და 12 პუნქტის შესრულება, რაც ჯერჯერობით მხოლოდ იმიტაციური პროცესია.

თუ ხელისუფლებას აინტერესებს ის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს, მაშინ კომიტეტებსა და სხდომებზე ერთობლივად უნდა იქნას განხილული ის ინიციატივები, რომლებსაც წარადგენს ოპოზიცია. მათ შორის ეს ეხება ფართო ინკლუზიურ პროცესს სამოქალაქო სექტორთან ერთად“, - განაცხადა დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა