თეგებით ძიება

არ გამოვრიცხავთ სხვა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სხვა, დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩაუტარდეს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც ყოველთვის გააგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული. როგორც მოგეხსენებათ, ის უკვე რამოდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება ვივა მედის კლინიკაში, მას ამჟამად უტარდება ასევე ემპათიის ექსპერტიზა და ჩვენ ასევე არ გამოვრიცხავთ სხვა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც", - განაცხადა ბრეგაძემ მთავრობის სხდომის სემდეგ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში ამჟამად 2 უცხოელი ექსპერტი იმყოფება, ისინი დღეს კლინიკაში, მესამე პრეზიდენტთან იმყოფებოდნენ და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა