თეგებით ძიება
29. 08. 2022 მსოფლიო

ერევნის სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების გამო 4 პირი დააკავეს

ერევანშიm სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 4 პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილე და საწყობის სამი ოპერატორი.

სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილეს, რომელიც სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი მოიჯარეა, ბრალი სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაში ედება, დანარჩენებს კი ორი ან მეტი ადამიანის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა