ქალაქ ფოთის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ფრაქციის თავმჯდომარე გარდაიცვალა
ქალაქ ფოთის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა გვასალია გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის „ფეისბუქ“ გვერდზე გავცელდა.
“ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და თანაგუნდელებს.
მამუკა იყო ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ღირსეული თანამებრძოლი, ფოთის და ფოთელების დიდი გულშემატკივარი.
მისი დაწყებული საქმე უკეთესი ფოთისთვის და საქართველოსთვის აუცილებლად გაგრძელდება”, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.