თეგებით ძიება

წალენჯიხის მერმა სია დაიდო, ამოარჩია ვინ იყო „ქართული ოცნების“ მომხრე და სამსახურიდან გაათავისუფლა - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს წალენჯიხა არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი საქართველოში, რომელსაც "ნაცი" ხელმძღვანელი მართავს.

„წალენჯიხა არის მოდელი, როგორ მოიქცევიან ან წარსულში იქცეოდნენ ნაცები. ერთი ნიშანი, რაც დღეს წალენჯიხაში ხდება, ეს არის არაფრის გაკეთება, გარდა პოპულისტური ნაბიჯებისა და მეორე - პოლიტიკური ნიშნით დაჩაგვრა და სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლება. წალენჯიხის ნაცმა მერმა სია დაიდო, ამოარჩია „ქართული ოცნების“ მომხრე ვინ იყო და სამსახურებიდან გაათავისუფლა. კვალიფიკაციას, გამოცდილებას ყველაფერს ხაზი გადაუსვა და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა“, - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა