თეგებით ძიება

ეტყობა ჩარკვიანისგან ლეიბებს ისესხებენ თუ იჩუქებენ და გაკოტრიალდებიან კოლექტიურად რუსთაველზე - ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, გია ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ოპო­ზი­ციის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ ეს 12 პუნ­ქტი უნდა შე­ვას­რუ­ლოთ, ამას წყა­ლი არ გა­უ­ვა. ჩვენ ოპო­ზი­ცი­ის ხმე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ვის ავირ­ჩევთ, ესეც წყალ­გა­უ­ვა­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა. 90 მან­და­ტია სა­ჭი­რო ომ­ბუდსმე­ნის ასარ­ჩე­ვად, რაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხელთ არ უპყრია. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დი­ა­ლო­გი და მსჯე­ლო­ბა, რო­მე­ლიც დღეს და­ი­წყო. ამის­გან გა­რი­დე­ბა, ვი­ღა­ცის ზურგს უკან ამო­ფა­რე­ბა, რომ აპ­რი­ო­რი ამას (არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მიერ შერ­ჩე­ულ კან­დი­დატს) და­ვე­თან­ხმე­ბით, იქ­ნებ ცუდ კან­დი­დატს წარ­მო­ად­გე­ნენ, მა­ინც ეთან­ხმე­ბი­ან? ამ­გვა­რი ახი­რე­ბა და აღ­ტკი­ნე­ბა ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მა­შინ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ავ­სა­ხოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი და გა­და­ვაქ­ცი­ოთ ცხოვ­რე­ბის წე­სად, რომ რა­საც არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი იტყვის, ისე უნდა ვი­ცხოვ­როთ. ეს ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მე არ ვე­თან­ხმე­ბი არ მიდ­გო­მას. ამი­ტომ მო­ვიწ­ვი­ეთ ყვე­ლა სა­სა­უბ­როდ, რა გზას და­ვად­გეთ, რომ მო­ვუ­პო­ვოთ მხარ­და­ჭე­რა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც დე­კემ­ბერ­ში უნდა ავირ­ჩი­ოთ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლად, რა მო­თხოვ­ნე­ბი უნდა წა­ვუ­ყე­ნოთ და ვინ უნდა იყოს ეს ადა­მი­ა­ნი. ამა­ზე სა­სა­უბ­როდ შე­ვიკ­რი­ბეთ და რა გა­ა­კე­თეს? მი­ა­ტო­ვეს სა­მუ­შაო ჯგუ­ფი. სხვა­თა შო­რის, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბა­მაც" და "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­მაც" თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­ში" ორი ადა­მი­ა­ნია პარ­ტი­ა­ში, ორმა ადა­მი­ან­მა ერ­თმა­ნეთს ვერ გა­ა­გე­ბი­ნა ვინ სად უნდა წა­ვი­დეს და რო­გორ უნდა წა­ვი­დეს, ერ­თმა­ნეთ­ში ვერ გა­ურ­კვე­ვი­ათ ვინ სად უნდა მი­ვი­დეს და პრო­ცესს შლი­ან. გა­ე­რი­დონ ამ პრო­ცესს, ჩა­ი­კე­ტონ, მუშ­ტი მოგ­ვი­ღე­რონ, თა­ნაც დაგ­ვა­მუ­ნა­თონ, გვი­თხრან - თუ არ გა­ა­კე­თებთ იმას, რა­საც გე­უბ­ნე­ბით, ქუ­ჩა­ში გავცვივ­დე­ბით და ცხელ შე­მოდ­გო­მას მო­გი­წყობთ. 12 პუნ­ქტში პირ­ვე­ლი დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­აა და ამ ადა­მი­ა­ნებს დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ მიჰ­ყავთ საქ­მე?! ეს რას ნიშ­ნავს, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ მუ­ქა­რის ენით გე­სა­უბ­რე­ბი­ან, რომ თუ ამას არ გა­ა­კე­თებ რუს­თა­ველს გა­დავ­კე­ტავ, ეტყო­ბა ჩარ­კვი­ა­ნის­გან ლე­ი­ბებს ისეს­ხე­ბენ თუ იჩუ­ქე­ბენ და გა­კოტ­რი­ალ­დე­ბი­ან ერ­თად, კო­ლექ­ტი­უ­რად რუს­თა­ველ­ზე. ამით ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნებ ამ ქვე­ყა­ნა­ში, მით უმე­ტეს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას",- გა­ნა­ცხა­და ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა