პრეზიდენტმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას. გაერო-ში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე ის კახა იმნაძეს შეცვლის.
ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში უარს ამბობდა და ხელს არ აწერდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას.
ცნობისთვის, დავით ბაქრაძე წარსულში აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა.