“ქართული ოცნება” სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს
„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციურ სუბიექტებსა და არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით.
თუ პირს შეკრავენ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგნენ არც ერთ კანდიდატურას იმიტომ, რომ პროცესი დაიბლოკოს, რეკომენდაციების მე-12 პუნქტი არ შესრულდეს და ვერ მოხდეს არჩევა, ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიტოვებთ წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში კანდიდატის წარდგენის გზით არ ჩავერთვებით”, – განაცხადა მდინარაძემ.