თეგებით ძიება

ოპოზიციაში იციან, რომ ოლიგარქები თავიანთ რიგებში ჰყავთ - უნდათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშაონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს, რაშიც ვერ შევყვებით - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებენ თუ არა დეოლიგარქიზაციის პუნქტთან დაკავშირებით ოპოზიციის რეკომენდაციები გაითვალისწინონ ასე უპასუხა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ ოლიგარქები თავიანთ რიგებში თავად ჰყავთ.

"თუ გადმოვიღებთ უკრაინულ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ოლიგარქები არიან ოპოზიციის და არა „ქართული ოცნების“ მხარეს. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობს ოპოზიციას, მათ იციან, რომ თავად ჰყავთ ოლიგარქები თავიანთ რიგებში. უნდათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშაონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს, რაშიც ვერ შევყვებით. უკრაინული კანონი არის ყოველგვარი კონტექსტისგან დამოუკიდებლად გაწერილი, ჩვენ საბაზისოდ ავიღებთ ამ დოკუმენტს და გავაგრძელებთ მსჯელობას“, - აღნიშნა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა