საფრანგეთი რუსეთთან მოლაპარაკებას გააგრძელებს - ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდებისთვის. მისი თქმით, ამავდროულად საფრანგეთის მხარდაჭერა კიევისთვის ურყევი იქნება.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის”, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს კიევის გრძელვადიან მხარდაჭერას ეკონომიკური, სამხედრო და ჰუმანიტარული კუთხით.
„ევროპის ერთიანობა არის მთავარი გასაღები, რუსეთის ომის ერთ-ერთი მიზანი მისი დაშლაა“, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ მოსკოვთან საუბარი აუცილებელია კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.
„საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებას. ვის უნდა, რომ თურქეთი იყოს ერთადერთი ძალა მსოფლიოში, რომელიც აგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებას?“, - დასძინა მაკრონმა.