ასლან ბჟანია რუსეთისთვის ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიკაციის მომხრეა
თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთისთვის ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიკაციის მომხრეა. კერძოდ, საუბარია 2022 წლის იანვარში, რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ მთავრობებს შორის დადებულ შეთანხმებაზე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.
ბჟანია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია.
შეგახსენებთ, მოსკოვში ე.წ. პრეზიდენტმა გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და 115 ჰექტარი საზღვაო სივრცე რუსეთის მფლობელობაში გადადის.