ვერც დაითვალა სამი გავიდა თუ ოთხი - "ოცნებიდან" წასულები პრეზიდენტს პასუხობენ
მისი განცხადება არამხოლოდ არ ემთხვევა კონსტიტუციაში მის ფუნქციებს, ესკალაციისკენ არის მიმართული, - ასე პასუხობს პრეზიდენტის განცხადებას "ქართული ოცნებიდან" გასული ერთ-ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა "ვერც დაითვალა სამი გავიდა თუ ოთხი, აქაც ან ეშლება და აგდებულად იხსენებს".
"სამწუხაროდ, მან დღემდე ვერ ისწავლა კონსტიტუციაში მისი კონკრეტული ფუნქციები, ყოველი მისი განცხადების დროს, მისი განცხადება არამხოლოდ არ ემთხვევა კონსტიტუციაში მის ფუნქციებს, ესკალაციისკენ არის მიმართული." თქვა
"უნდა გაემიჯნოს პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს, თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ პერსპექტივას და შემდეგ კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროპის კომისიას და ხან ვაბრალებდეთ სხვადასხვა ევროპელებს და სხვადასხვა პარტნიორებს, რომ ვითომ, მათ უნდათ ჩვენი ჩართვა რაღაც ომში და ეს არის მათი მიზანი. ეს იყოს ძალიან მკაფიოდ ნათქვამი" განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე