თეგებით ძიება

მე ვარ საქართველოს აგენტი შეერთებულ შტატებშიც, თბილისშიც, ქუთაისშიც, ბრიუსელშიც - დავით უსუფაშვილი

ერთ-ერთი სააგენტომ სია გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით, ამერიკის აგენტები გამოააშკარავეს. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი სიას არასერიოზულად აღიქვამს და აცხადებს, რომ დაუსაბუთებელი საუბარი არასწორია. სიაში შეიყვანეს ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან ლევან და დავით ბერძენიშვილები, გრიგოლ ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიორგი გახარია, ხაზარაძე-ჯაფარიძე და სხვა ლიდერები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ის მხოლოდ საქართველოს აგენტია.

"მე ვარ საქართველოს აგენტი შეერთებულ შტატებშიც, თბილისშიც, ქუთაისშიც, ბრიუსელშიც და ა.შ. საქართველოს წარმომადგენელი ვარ, ვინ მგონია, რომ საქართველოსთვის არის ყველაზე სასურველი და ძლიერი პარტნიორი? - ეს არის შეერთებული შტატები და ევროპა. ამის აგენტი ვარ მე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის აგენტებიც კი ვერ არიან და იმათი აგენტები არიან ვინც იმ წუთში ფულს უხდით ან სამსახურში მოაწყოთ", - აცხადებს უსუფაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა