თეგებით ძიება

2029 წელს, შესაძლოა, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანდნენ, ისმის კითხვა, სად იქნება ამ დროს საქართველო? - ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსი განცხადებით, მომავალ წელს დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ, აქ კი ისმის კითხვა, სად იქნება ამ დროს საქართველო?

„თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა, რომელზედაც უნდა ვილაპარაკოთ, ესაა რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია საქართველოში, რაც მკაფიოდ თქვეს ევროკომისიამაც და ევროპულმა საბჭომაც. რა თქმა უნდა, ყველამ იცის რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ახალი არაფერია, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი პრობლემები აქვს. მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკ​თან, უკრაინას - იანუკოვიჩთან, საქართველოს კი ივანიშვილის გავლენასთან აქვს. ეს არის ის, რაც უნდა გადაწყვიტოთ.

შემდეგი ათწლეული იქნება მნიშვნელოვანი. გერმანია მზადაა, გაუძღვეს გაფართოების პროცესს. მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც. სწორედ აქ ისმის კითხვა, სად იქნება საქართველო ამ დროს?“ - განაცხადა კუბილიუსმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა