ყვარელში, სოფელ შილდის მიმდებარედ ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია
ყვარლის მუნიციპალიტეტშის სოფელ შილდის მიმდებარედ ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით "მთავარ არხი" ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადგილზე რჩებიან მონიტორინგის ჯგუფები.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი მუნიციპალიტეტში გაჩნდა. ცეცხლის ღია კერები იყო შილდის ტყეში. სტიქიის ზონაში ცეცხლი მრავალწლოვან ხეებსაც წაეკიდა. რთული რელიეფისა და მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრის ჩაქრობა 6 დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.
ქრობის პროცესში მეხანძრე- მაშველებთან ერთად, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია, რეზერვისტები მონაწილეობდნენ. ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებიც იყო ჩართული.