თეგებით ძიება

"ავღანეთში აშშ-ის მთავრობის მიერ დამყარებული დემოკრატიის" შესახებ თუ იცის?" - გოგა ხაინდრავა ბენ ჰოჯესს

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესის განცხადებას ეხმაურება და მას აკრიტიკებს.

"ინტერ-ნაციონალური რევოლუციური გარდატეხის კომიტეტის" წევრი, გადამდგარი გენერალი ბ. ჰოჯესი შეუმდგარ "გენერალ კეზერას" ტევესაროსკიპოში აცხადებს: "არ ვიცი გმობს თუ არა საქართველოს მთავრობა რუსულ აგრესიას"... ავღანეთში აშშ-ის მთავრობის მიერ დამყარებული დემოკრატიის" შესახებ თუ იცის?" - წერს გოგა ხაინდრავა.

ცნობისთვის, დღეს ბენ ჰოჯესმა განაცხადა: -"საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორ შეიძლება, საქართველომ სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას, როგორ შეიძლება თქვენმა მთავრობამ არ დაგმოს რუსეთი, როგორც აგრესორი.

კელი დეგნანი არის ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი, პროფესიონალი და ჩვენ ვამაყობთ მისით. აშშ-ის საელჩოს დადანაშაულება და კრიტიკა სრულიად აბსურდულია. გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს. საქართველოს მომავალი მაშინვე გაუმჯობესდება, როგორც კი უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და ვფიქრობ, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ისტორიის სწორ მხარეს დგომა“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა