ქვეყანას სავარძელს ნუ გადააყოლებთ - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოწოდების შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„რეჟიმი იშლება, ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ მივაბაროთ მიწას [„ქართული ოცნება“] და ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები. ამათი გაჩერება უკვე ნიშნავს იმას, რომ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ მივდივართ. მე ძალიან მიკვირს ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების აზრი, რომ ახლა რომ ჩავატაროთ არჩევნები, ისევ ივანიშვილი მოიგებს. რას მოიგებს ივანიშვილი ხალხო? იგი პოლიტიკურ სამარეშია, სიცხე ხომ არ გაქვთ? გასაგებია, რომ 0%-იანი პარტიები ხართ და პარლამენტში შემთხვევით მოხვდით, მაგრამ ქვეყანას სავარძელს ნუ გადააყოლებთ. ისიც გეყოთ, რომ შეხვედით 1 წლის წინ პარლამენტში, დაარღვიეთ ბოიკოტის პრინციპი და რეჟიმს სიცოცხლე გაუხანგრძლივეთ თქვენი კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.