პარლამენტმა ე. წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, 60 კი მის წინააღმდეგ წავიდა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა მოსმენების კანონს ვეტო 22 ივნისს დაადო.
კანონპროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა. გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.