ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე - ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას „ტვიტერში“ ეხმაურება და წერს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ გზაზე მხარს დაუჭერს.
„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, - წერს ჯოზეფ ბორელი.