აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ამერიკამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა
აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას ამერიკამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ლაშა თორდია ავრცელებს.
"ოთხწლიანი პროცესის ბოლოს მომენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი! პერსონალური მადლობა ეკა ეგუტიას და ნინია პატარაიას საუკეთესო საადვოკატო კომპანია!", - წერს თორდია.
თორდიამ საქართველო მას შემდეგ დატოვა,რაც სასამართლომ მისი ცემის ფაქტზე ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გაამართლა.