გინება და ფიზიკური დაპირისპირება - ოზურგეთის საკრებულოში "ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს გაუსწორდნენ
ოზურგეთის საკრებულოში "ქართული ოცნების " და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. "ტვ პირველის" ინფორმაციით, დეპუტატებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ კონფლიქტი დეპუტატებს შორის "ქართული ოცნება" თაღლითობაში დაადანაშაულა. საქმე გომის მთაზე მიწების უკანონო მითვისებას ეხება.
ოპოზიციის თქმით, ტურისტულ ზონაში თეა წულუკიანის გამოცემული ბრძანებით "ოცნების მაღალჩინოსნებმა მიწები დაიკანონეს.
თაღლითური სქემის ორგანიზებაში ოპოზიცია გურიის გუბერნატორის მამა, არჩილ თალაკვაძის ნათლიაა და "ოცნების" სხვა მაღალჩინოსნები არიან ბრალდებულები.