თეგებით ძიება

ეს სია ისეთი აბსურდულია, რომ შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაწერონ და თორნიკე შენგელიაც - ირაკლი კობახიძე უკრაინის მოთხოვნაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის მოთხოვნას ეხმაურება ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

"ვინც ეს სია გამოაქვეყნა, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო იყო, რომელსაც ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ანუ, აქ რასთან გვაქვს საქმე, ყველა ძალიან კარგად ხედავს. უკრაინას დღეს ორი ძირითადი პრობლემა აქვს. პირველი არის, რა თქმა უნდა, ომი და მეორე არის კორუფცია, რაშიც უკრაინა იხრჩობა, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ კორუფციას მიხედონ, ეს ადამიანები რაღაც აბსურდითა და არახამიას სურვილების განხორციელებით არიან დაკავებული, რომ საქართველო მეორე ფრონტი გახდეს.

ამ ადამიანების მხრიდან როგორი სიაც არ უნდა დაიდოს, როგორც საკუთარ ქვეყანაში კორუფცია ვერ აღმოფხვრეს, ასევე წარუმატებელი იქნება მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ აბსურდული ინიციატივები გაიტანონ.


ეს სია ისეთი აბსურდულია, რომ შეიძლება ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაწერონ და თორნიკე შენგელიაც, მე არ ვიცი. მაგრამ, აბსურდულია თავიდან ბოლომდე, ვხუმრობ, როგორც ხედავთ", - აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, უკრაინამ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება მოითხოვა. სიში, რომელშიც 12 ქართველია შეყვანილი, ივანიშვილის ძმა და დეიდაშვილიც იმყოფებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა