"სამარცხვინო განცხადება!" - გოგა ხაინდრავა აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აშშ-ის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"სამარცხვინო განცხადება! ისეთივე უგუნური როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია. როდემდე უნდა ახდენდეთ აშშ-ის დესკრედიტაციას და ინტერესების შელახვას თქვენი უმეცრებით?! ჩვენ ხომ ერთადერთი ერთგული და სანდო პარტნიორი ვართ აშშ-ის და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში! გონს მოდით!“, - წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება მოსმენების კანონის შესახებ, არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს.
სამარცხვინო განცხადება! ისეთივე უგუნური როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია! როდემდე უნდა ახდედნდეთ აშშ-ს დესკრედიტაციას და ინტერესების შელახვას, თქვენი უმეცრებით?! ჩვენ ხომ ერთად ერთი ერთგული და სანდო პარტნიორი ვართ აშშ-ს და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში! გონს მოდით!— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) September 8, 2022