დავით არახამია თავს არ ზოგავს, რომ საქართველოს ხელისუფლება აუგად მოიხსენიოს - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი?
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას შესახებ საუბრობს.
"უკრაინა ჩვენს საერთო მტერს ებრძვის. წესით, ახლა საქართველო და უკრაინა მხარდამხარ უნდა იყვნენ. ამ ისტორიულ მომენტში ერთმანეთს უნდა ვაძლიერებდეთ, მაგრამ ამის ნაცვლად რა ვიღებთ? ამ ქმედებებს არც „ქართული ოცნება“ აკლებდა და არც სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება თავს არ ზოგავს, რომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები გაფუჭდეს. სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებები რუსეთს ახარებენ ურთიერთობის გაფუჭებით. ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ მხრიდან ისეთი ლანძღვა აღარ იყო, რაც ადრე იყო, მაგრამ ჩემდა აუხსნელად, დავით არახამია თავს არ ზოგავს, რომ საქართველოს ხელისუფლება აუგად მოიხსენიოს. ამას რატომ აკეთებს, ვერ ვხსნი და ვერ ვხვდები, რადგან ურთიერთობები ფუჭდება და ჩვენი საერთო მტერი ხარობს. თან, ასეთ ბრძოლასა და გაჭირვებაშია და დავით არახამიას საქართველოს სალანძღავად რატომ სცალია, ეს ვერ ამიხსნია. ხომ შეიძლება, რომ არაფერი თქვას, მაგრამ არათუ არ ამბობს, არამედ ცეცხლზე ნავთს ასხამენ, როგორც არახამია, ასევე „ქართული ოცნება“. ეს გულდასაწყვეტია, რადგან იმის ნაცვლად, რომ ურთიერთობები შენარჩუნდეს, პირიქით აფუჭებენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.