უკრაინელებმა ხარკოვში 23 დასახლება გაათავისუფლეს
ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 23 დასახლება გაათავისუფლეს და რუსი ოკუპანტების თავდაცვა 50 კილომეტრზე გაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
"ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 23-ზე მეტი დასახლება, უკრაინული ჯარები რუსების თავდაცვაში 50 კმ სიღრმეზე შეიყვანეს" - განაცხადა უკრაინის გენერალური შტაბის მთავარმა ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა.