„ეს გაქცევა არ არის, ეს დიადი უკან დახევაა“ - მარგარიტა სიმონიანი რუსულ არმიაზე
რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი რუსული არმიის უკან დახევას, „დიად უკან დახევას“ უწოდებს. აღნიშნულის შესახებ სიმონიანმა „ტელეგრამზე დაწერა.
„რუსული არმია გადიოდა არა მხოლოდ გალიციიდან, ასევე პოლონეთიდან და ბალტიისპირეთიდან. გალიციიდან გასვლისას არმიამ 300 ათასი ლტოლვილი გამოიყვანა, დენიკინის შენაერთებს ეკავათ ხიდი, რომლითაც ლტოლვილები გაჰყავდათ. ომზე საუბრისას, უნდა ითქვას, რომ დიადი უკან დახევა, კატასტროფა არ არის, დიახ, ეს გაქცევა არ არის, ეს დიადი უკან დახევაა“ – წერს სიმონიანი.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების პირველ დღეებში, სიმონიანი ამტკიცებდა, რომ რუსეთის ჯარი კიევს სამ დღეში აიღებდა.