უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა - ბაიდენი
ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა.
კითხვაზე, მიაღწია თუ არა უკრაინა ომში გარდამტეხ წერტილს? აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა :
"ამ დროისთვის აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, რადგან რთული სათქმელია. თუმცა შკარაა, რომ უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა“.
ცნობისთვის, უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზიუმზე.