თეგებით ძიება

"საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს,შორის" - სალომე ზურაბიშვილი

მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირების გამწვავებას.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ვითარების ესკალაციას გმობს.

"საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, შორის. მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი მოსახლეობის მომავალს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში სომხეთსა და აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონებში ვითარება გამწვავდა, რასაც ორივე მხარეს ათეულობით სამხედრო პირის ლიკვიდაცია მოჰყვა. მხარეები ერთმანეთს აბრალებენ ვითარების ესკალაციას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა