ბილაინის აბონენტებს მობილური თამაშებით სარგებლობისას გაორმაგებული მეგაბაიტები დაერიცხებათ
ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, ბილაინი აგრძელებს მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას. ამჯერად, კომპანიის აბონენტებს მობილური თამაშების პორტალზე გაორმაგებული მეგაბაიტების დაგროვების შესაძლებლობა აქვთ. თამაშის დასრულების შემდეგ, აბონენტის მიერ დაგროვილი ინტერნეტის მოცულობის ნაცვლად, მის ბალანსზე ორჯერ მეტი ინტერნეტი დაირიცხება.
აღნიშნული შეთავაზება ვრცელდება შემდეგ თამაშებზე:
Flip Runner
DUO
Multiverse Run
Stellar Frenzy
უკვე ორი წელია, ბილაინის თამაშების პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს აირჩიოს მისთვის საინტერესო თამაში და შეუზღუდავად დააგროვოს მეგაბაიტები დასასაუბრო წუთები. ამ ეტაპზე ბილაინს, უცხოელი და ქართველი დეველოპერების მიერ შექმნილი 12 სახალისო თამაში აქვს პორტალზე განთავსებული. სერვისის ღირებულება ერთ ლარს შეადგენს და თანხის ჩამოჭრა აბონენტის მობილური ბალანსიდან ხდება.
ბილაინი აქტიურად ავითარებს ციფრულ ეკოსისტემას და აბონენტებს მუდმივად სთავაზობს განახლებულ პროდუქტებსა და სერვისებს. კომპანიის მიზანია
მომხმარებლისთვის შექმნას დამატებითი ღირებულება და თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გადაწყვიტოს მათი საჭიროებები. დღესდღეობით მობილური თამაშები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ციფრული პროდუქტია. სწორედ ამიტომ, ბილაინის თამაშების პორტალი, კომპანიის ციფრული ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.