თეგებით ძიება

"შეუძლებელია დიდ ადამიანებზე წარსულში ისაუბრო…" - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) თბილისში მოკლულ ნიკო კვარაცხელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს საღამოს შვიდის ათ წუთზე, გადაცემა ნიკოზე
შეუძლებელია დიდ ადამიანებზე წარსულში ისაუბრო… მით უფრო, თუ დიდი ადამიანი, ასაკით ძალიან პატარაა და თითქმის დაბადებამდე ბევრი რამ შეძლო…
მომავლის ბიჭი, ასე შეარქვეს მას, ვისაც ბევრი მიზნები, ამოცანები, ინტერესები და გეგმები ჰქონდა.
დიახ, ამ სახელმა განსაზღვრა მისი უკვდავება, მისი მუდამ ახალგაზრდად ყოფნა…
ბევრის თქმა მსურს, ძალიან ბევრის, მაგრამ გადაცემის ანონსია და ფორმატი ამის უფლებას არ მაძლევს.
ჰო, ყველა მიხვდით, რომ ნიკო კვარაცხელიაზე ვსაუბრობ… უფრო სწორად, ისე ვერ ვსაუბრობ, როგორც მინდა…
დღეს წელიწადი დასრულდა, რაც დაგვტოვა, რაც მოკლეს…
მალე მისი სახელიბის ლიტერატურული პრემია დაარსდება… ჩემი ნიკოს სახელობის პრემია…
დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ ნიკოზე, მის მეგობარ თეკლა გაგოშიძესთან ერთად", - წერს სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 სექტემბერს ზუსტად ერთი წელი გავიდა პლატფორმა "ფიდსის" დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა