თეგებით ძიება

"ბოლო დეკადაში დაქირავებით დასაქმებულთა ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა 0% - ით" - როგორ იზრდება ხელფასები საქართველოში?

ეკონომისტი, ოთო აბესაძე საქართველოში ხელფასების ზრდის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აშშ დოლართან მიმართებით აანალიზებს.

"ტრადიციული პოსტი საშუალო ხელფასზე
როდესაც ჩინოვნიკი ჭამს ხორცს ხოლო შენ კომბოსტოს, სტატისტიკურად თქვენ ჭამთ ტოლმას
რეალობა რომ შევადაროთ მარტივი მსყიდველუნარიანობის ინდექსით:
2012 წელს - 890 ლარი = 540 USD
2022 წელს - 1541 ლარი = 540 USD
რატომ დოლარში და თან მსყიდველუნარიანობა? იმიტომ, რომ საქართველოში მოხმარებული საქონლისა და მომსსხურების 75% - ზე მეტი არის იმპორტირებული და შესაბამისად ფასწარმოქმნა ხდება USD\\EURO.
უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ბოლო დეკადაში დაქირავებით დასაქმებულთა ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა 0 % - ით", - წერს აბესაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა