თეგებით ძიება
17. 09. 2022 მსოფლიო

რუსეთმა სლავიანსკის თბოელექტროსადგური დაბომბა

რუსმაოკუპანტებმა სლავიანსკის თბოელექტროსადგური დაბომბეს. დონეცკის ოლქის ხელმძღვანელი პაველ კირილენკოს ცნობით, სადგურის ტერიტორიაზე ტექნიკა დაზიანებულია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტერი "განზრახ უმიზნებს რეგიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს, პირველ რიგში, მშვიდობიან მოსახლეობას“.

ხანძარს, რომელიც დაბომბვის შედეგად გაჩნდა, ამ დროისთვის მაშველები აქრობენ. ქალაქ ნიკოლაევკაში დაბომბვის შედეგად წყალმომარაგების კუთხით შეფერხებებია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა