ირანში Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა შეზღუდეს
ირანის ხელისუფლებამ Instagram-სა და WhatsApp-ზე წვდომა შეზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების გამო მიიღეს.
Instagram და WhatsApp ბოლო სოციალური ქსელები იყო, რომლებიც ქვეყანაში ფუნქციონირებდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კავშირი ირანის მობილური ტელეფონის პროვაიდერმაც დაკარგა.