თეგებით ძიება

"სახელმწიფო კი არა ბოსელია! მარტო მოძალადე კაცების ინტერესებს იცავთ..." - რას წერს ბაია პატარაია?

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პატარა ბავშვი პატიმრობაში მყოფი კაცის ახლობლებთან ჩატოვეს.

"მოკლედ, მთელი დღე, სრულიად მთელი დღე ტყუილად აყურყუტეს დედა და საფარის თანამშრომლები სახლთან, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი პატიმრობაში მყოფი კაცის ახლობლებთან ჩატოვეს და კანონიერ მეურვეს ვერ გამოუყვანეს ბავშვი ვერც პატრულმა, ვერც სამხარეომ, ვერც ადამიანის უფლებათა დეპარტამენტმა, ვერც სახელმწიფო სოცმუშაკმა, ვერც სოციალურმა სააგენტომ და ვერავინ... ვერავინ!
ბავშვი დატოვეს ვიღაც ხალხთან, ბავშვი არ მისცეს დედას, ანუ კანონიერ მეურვეს სასამართლო გადაწყვეტილებით ხელში მდგარს.
სახელმწიფო კი არა ბოსელია!

არაკომპეტენტური უვიცები ხართ ყველანი! ფეხებზე გკიდიათ ქალებიც და ბავშვებიც! მარტო მოძალადე კაცების ინტერესებს იცავთ! ყველანი გასაყრელები ხართ სამსახურიდან!
ტფუი... შევარცხვინე თქვენი პოლიციელობაც და სოცმუშაკობაც!", - წერს უფლებადამცველი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა