თეგებით ძიება

საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობები მიუღებელია - საქართველოს საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართული მხარე მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა