დღეს, 20:00 საათზე თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან აქცია დაიგეგმა
პარტია გირჩი-მეტი თავისუფლება დღეს, 20:00 საათზე ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით ბელარუსის საელჩოსთან აქციას გამართავს.
აქცია კრწანისის ქუჩა N18-ში გაიმართება.
ცნობისთვის, დღეს ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ლუკაშენკოს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია შეხვდა.
"გუშინ ჩვენ განვიხილავდით აფხაზეთის პრობლემებს ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ ძალიან დიდ ხანს, ღამემდე განვიხილავდით ამ საკითხებს და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება, მას უნდა დაეხმარო, რათა ხალხმა, რომელიც აქ ცხოვრობს, ნორმალურად იცხოვროს", - განაცხადა ლუკაშენკომ დე ფაქტო პრეზიდენტ, ასალან ბჟანიასთან შეხვედრისას.