მკაცრად ვგმობ ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტი“ დაგმო.
„მკაცრად ვგმობ ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს. ეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონისა და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.