თეგებით ძიება

ლუკაშენკომ დაარღვია ოკუპაციის კანონი, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვება რეაგირება - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლუკაშენკომ ოკუპაციის კანონი დაარღვია, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

"ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში ძალიან შემაშფოთებელია და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია ოკუპაციის კანონი, რასაც ჩვენი მხრიდან, შესაბამისი უწყების მხრიდან მოჰყვება რეაგირება", - თქვა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა