თეგებით ძიება

დაფინანსების 2 წყარო აქვს: ოლიგარქი კეზერაშვილი და რუსეთი - თეა წულუკიანი ელენე ხოშტარიაზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარტია „დროას“ წევრებისა და ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ განცხადებებს, რომლებიც მმართველ გუნდს პრორუსულობაში ადანაშაულებენ.

"ფაქტია, რომ მოცემული პერსონა ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად – მაქსიმუმ, პერსონაჟად. საზოგადოებას, მათ შორის ჩვენც – პოლიტიკოსებს, გვაინტერესებს პასუხი მთავარ კითხვაზე, რომელიც მას უკავშირდება – ვის ინტერესებს ატარებს ის საქართველოში? ვინც ფულს უხდის? როგორც ირკვევა, დაფინანსების 2 წყარო აქვს: ერთი – ოლიგარქი კეზერაშვილი და მეორე – რუსეთი. ეს არის ასახსნელი. ამიტომ, რას ფიქრობს ხოშტარია „ქართულ ოცნებაზე“ პრინციპში საინტერესო არ არის. მთავარია ის, რომ ეს ყველაფერი არის პროვოკაცია, რომ ქვეყანაში შეიქმნას დაძაბულობა, შფოთი, რაც არ იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა