თეგებით ძიება

"არ მაღელვებს საქართველოს რეაქცია" - რას წერს არძინბა ლუკაშენკოს "ვიზიტზე"?

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება ლუკაშენკოს აფხაზეთში "ვიზიტთან" დაკავშირებით.

"არ აღელვებს ვიზიტზე მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, რეაქცია“, - ინალ არძინბამ ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ტელეგრამ არხზე გავრცელდა.

ინალ არძინბას თქმით, აფხაზეთი "დამოუკიდებელი სახელმწიფოა" და ბელარუსს განიხილავენ „ქვეყნის შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად“.

შეგახსენბთ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა