თეგებით ძიება

რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც ტერმინი - ოლიგარქი შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, თავად აღმოჩნდა ოლიგარქის გავლენის ქვეშ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, რანაირი შინაარსიც არ უნდა მისცეს რადიკალურმა ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, საბოლოო ჯამში, ისინი ოლიგარქებს საკუთარ რიგში აღმოაჩენენ.

„თავადაც აღიარებენ, რომ არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარისთვის მოპარული ფულით აქვს ქონება შეგროვებული და ის აფინანსებს მედიას, პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს არის თავად დეფინიცია ოლიგარქისა, ამიტომ ამაში რადიკალური ოპოზიციის ირონიაა ალბათ, რომ ეს ტერმინი ბუმერანგივით უკან მიუბრუნდათ. კარგი რაც მოიტანა ამ მთლიანმა პროცესმა, მოიტანა აღიარება, რომ რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებს ოლიგარქი და არა მხოლოდ აფინანსებს, მართავს კიდეც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა