თეგებით ძიება

მაგას აწი შემოლაწუნებაც აღარ უშველის - ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ვაშაძეზე

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

"გიორგი ვაშაძის განცხადებაზე არის ერთი პასუხი, ეს 15 აგენტი ეტყობა ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას და ამას უთხრეს, ამათ ჩაგაშვებინებ და შენ, როგორც ახალი აგენტი გამოხვალ ავანსცენაზე. ვაშაძე არის ახალი აგენტი. მაგას აწი შემოლაწუნებაც აღარ უშველის“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უარყო.

„ელჩმა განაცხადა, რომ განცხადება შეიცავს უამრავ უზუსტობას და არ ასახვას რეალობას. ის, რაც დააბრეხვა გიორგი ვაშაძემ, არის პროვოკაცია. ვაშაძემ სხვა რამე თქვა და ის დაუპირისპირდა იმ პოზიციას, რასაც ამერიკა ოფიციალურად ამბობს.

ვაშაძის ნათქვამი ნიშნავს იმას, რომ ამერიკას საქართველო უნდა მოემარაგებინა იარაღით იმისათვის, რომ აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო ან მზაობა ყოფილიყო. პოლიტიკური მიზანი, რაც ვაშაძეს ჰქონდა იყო ერთი რამ, საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა, რომ თითქოს ჩვენ იარაღს გვაძლევენ და ჩვენ ამ იარაღზე უარს ვამბობთ“, - დასძინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ.



შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა:

"აღიარეს და დაადასტურეს, რომ სწორედ რუსული ტანკები ეიმედებათ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. მათ ისეთივე ლაჩარი, მხდალი ჰგონიათ ქართველი ერი, როგორიც თვითონ არიან. რუსეთი ესხმის სუსტებს და არა ძლიერებს თავს. საქართველოსთვის მშვიდობის გარანტია არის 3 რამ: ჰაიმარსები, პატრიოტები და აბრამსის ტანკები.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობის პირებზე, დაახლოებით არის მათ შორის რუსეთის 15 აგენტი რეზიდენტი, მათ შორის არის ის ოთხეული, რომელიც ასე გავეშებული გამოდის, ესენი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან. მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი, ირაკლი კობახიძე“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა