თეგებით ძიება

თბილისში ირანელი ქალების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

თბილისში ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და მათ ქვეყანაში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესები გააპროტესტეს.

"ამჟამად ირანის მთავრობის ბევრი სახიფათო ხალხი ჩამოდის საქართველოში, ნუ უშვებთ მათ აქ, ჩვენ გვინდა თავისუფლება",- ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა რევოლუციაზე და რეჟიმის დამხობის აუცილებლობაზე საუბრობენ. ირანში მასობრივი პროტესტი ჰიჯაბის წესის დარღვევის გამო პოლიციის მიერ დაკავებული, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

შეგახსენებთ, აქციები ქვეყნის 31 პროვინციაში უკვე ერთ კვირაზეა მეტია მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა