"პუტინის მტრის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობიდან 1 წელი შესრულდა" - ფოტიგა მიხეილ სააკაშვილზე
ევროპარლამენტარი, ანნა ფოტიგა, მიხეილ საკაშვილის პატიმრობის წლისთავს ეხმაურება.
"დღეს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, დიდი ქართველი პატრიოტისა და პუტინის მტრის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობიდან 1 წელი შესრულდა. მას
ჯანმრთელობას, ძალას და გამძლეობას ვუსურვებ", - წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის მონახულების უფლება ევროპარლამენტარს ორჯერ არ მისცეს.