რუსეთს როცა "გაუსწორდება", წამოგარტყამს თავში და გააკეთებს იმას, რაც უნდა - ზურაბ ჯაფარიძე
პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთს როცა მოუნდება, მაშინ წამოგვარტყამს ხელს თავში.
"კიდევ ერთხელ კრახი განიცადა „ოცნების“ არ აღიარების პოლიტიკამ და ზოგადად იმ პოლიტიკამ, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ. ლუკაშენკო რომ შევიდა აფხაზეთში, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რუსეთს როცა გაუსწორდება, მანამ სანამ სუსტი ხარ, წამოგარტყამს თავში და გააკეთებს იმას, რაც უნდა. ლუკაშენკოს იქ ჩასვლა იყო ზუსტად სახეში გალაწუნება“, - აცხადებს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი.