თეგებით ძიება

დეოლიგარქიზაციის კანონი არაფერს შეცვლის, მხოლოდ კეზერას და ნაცებს მედიის დაფინანსება აეკრძალება - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან დეოლიგარქიზაციის კანონზე ისაუბრა.

"ფუჭი ძალისხმევაა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, ჯერ ერთი, ეს უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება, პირველ რიგში მათი, ოპოზიციას რომ აფინანსებენ და ოპოზიციაში რომ არიან იმ მდიდრების, მეტი არაფერი შეიცვლება. ჩვენ თუ მართლმსაჯულების სისტემა გვექნება ნორმალური, სპეციალური კანონების მიღება ამაზე არ დაგვჭირდება, ავტომატურად გამოირიცხება ის, რომ ვინმე ჩრდილიდან მართავდეს პოლიტიკას. ეს კი იმით დამთავრდება, რომ კეზერაშვილს და კიდევ რამდენიმეს აუკრძალავენ პარტიების და მედიის დაფინანსებას," - განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა