ევროკავშირმა რუსეთის ელჩი ბრიუსელში დაიბარა
ევროკავშირმა რუსეთის ელჩი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ოთხი ტერიტორიის "უკანონო ანექსიის" გამო, პროტესტის ნიშნად ბრიუსელში დაიბარა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელებმა“, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
დღეს კი რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, დაამტკიცა კანონები უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსიის შესახებ.